“თაიმერის” ინფორმაციით, ქართულ კრიმინალურ წრეებში კარგად ცნობილი ლადო შულაია, რომელიც რუსეთში 2002 წლიდან მკვლელობისთვის იძებნებოდა, სპეცდანიშნულების რაზმმა აიყვანა, როცა ის სოხუმში, დისკოთეკაზე იმყოფებოდა. ჩვენი წყარო ჰყვება, რომ შულაიამ ენგურჰესის თანამშრომლის ყალბი საშვი დაამზადა და ამ საშვით თავისუფლად გადაადგილდებოდა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის.
ლადო შულაია საკმაოდ ცნობილი პერსონაა კრიმინალურ წრეებში და ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების წევრადაც მოიაზრება. დაკავების შემდეგ მან აღიარა, რომ ყალბი ცნობა “ნაცნობობით” დაუმზადეს.
ლადო შულაიას რუსეთს გადასცემენ. ის სოხუმში დღეს აიყვანეს. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შულაიას დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი არავის გაუკეთებია.

















