საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა პანელური დისკუსიებით გაგრძელდება

თბილისში საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესია იმართება. ღონისძიება დღეს პანელური დისკუსიებით გაგრძელდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუ, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრი პარუბი დახურულ სესიაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც საპარლამენტო თანამშრომლობასა და შიდა განვითარებაზე ისაუბრებენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით,​ პანელური დისკუსიის ფორმატში, ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან და ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლის შესახებ იმსჯელებენ. საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავებას, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებას, ასევე, სამმხრივ ინტერესებში შემავალი საკითხების განხილვას ისახავს მიზნად.

დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტმა 21 სექტემბერს მიიღო.

banner
წინა სტატიაშითბილისობასთან დაკავშირებით, მეიდანზე სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება
შემდეგი სტატიათბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქში ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია