საქართველოს მმრთველმა ოლიგარქმა უარი თქვა შეეტანა დემოკრატიული ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში

13522387_10209988134967126_1859558953_nამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ვაშინგტონში აგრძელებს შეხვედრებს კონგრესის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან.
მოლაპარაკებები გაიმართა კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან, ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წევრ, კონგრესმენ რენდი ჰალტგრენთან და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენელ, კონგრესმენ რენდი ვებერთან.
შეხვედრებზე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მმრთველმა ოლიგარქმა უარი თქვა შეეტანა დემოკრატიული ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, არ გააუქმა მაჟორიტარ დეპუტატთა დანაშაულებრივი ინსტიტუტი, რასაც მოითხოვდა მთელი ოპოზიცია, რადგან იგი მილიონების საარჩევნო პროცესში გაშვებით და მთელი სახელმწიფო რესურსის უკანონოდ გამოყენებით ამზადებს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ტოტალურ ფალსიფიცირებას, ხელისუფლებაში კვლავ დასარჩენად, რაზედაც, ამერიკის შეერთებულ შტატებს და დემოკრატიულ სამყაროს უნდა ჰქონდეთ პრინციპული, შეურიგებელი პოზიცია.
კონგრესმენებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს ქვეყანაში, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
შალვა ნათელაშვილის ვიზიტი შტატებში გრძელდება.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მაუწყებლის შრომითი დავა ურთიერთშეთანხმებით დასრულდა
შემდეგი სტატიაგელა დუმბაძე : ლიტვაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა