საქართველოს მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მათი შეჩერების დროა.

ტერორი, საქართველოში სახელმწიფო ტერორად იქცა: საქართველოს მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა რამე სამართლებრივი პროცესის გარეშე. ბატონი ივანიშვილის მიერ დაკვეთილი ეს ოპერაცია განხორციელებულ იქნა “საქართველოს ავიახაზების” თვითმფრინავის გამოყენებით! მათი შეჩერების დროა!” – წერს ზურაბიშვილი.

გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს- სკანდალური განცხადება ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა დღეს სასამართლოში გააკეთა.

banner
წინა სტატიაშისატენდერო გარანტია ახლა უკვე საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი – უფრო დიდი ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში, უნდა ვუპასუხოთ ამ მოწოდებას უკრაინისთვის, დასავლეთ ბალკანეთისთვის, მოლდოვისთვის და იმედია, საქართველოსთვის