„საქართველოს მხრიდან ყველა დავალება შესრულდა ფრიადზე“

დიმიტრი ქუმსიშვილმა

ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციისთვის აუცილებელი მოთხოვნები არის შესრულებული და, ამ კუთხით, კითხვები არ არსებობს.

„ეს უკვე ყველასთვის ცნობილია. ყველა დავალება შესრულებულია ფრიადზე და აქ კითხვები არ არსებობს“ – განაცხდა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნა უნდა გამოქვეყნებულიყო.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, ხვალ დაგეგმილი პრესკონფერენცია, რომელიც ვიზალიბერალიზაციის თემაზე და ევროკომისიის დასკვნაზე უნდა ჩატარებულიყო, გადადო.

როგორც საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა დასკვნა დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდეს.

banner
წინა სტატიაში“ორგანიზებული დანაშაულის ლიდერები – ე.წ. კანონიერი ქურდები და მაყურებლები აცოცხლებენ არაფორმალურ იერარქიულ წყობას ციხეებში”
შემდეგი სტატიახვალ გაირკვევა გაძვირდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები