საქართველოს მხრიდან ირანისთვის სოლიდარობის გამოცხადების გამო “ისრაელის საელჩო შეძრწუნებულია”

ისრაელის საელჩო შეძრწუნებულია „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ თბილისში ირანის საელჩოში „ისრაელის რეჟიმის განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სოლიდარობის გამოცხადების გამო. ამის შესახებ ისრაელის საელჩომ რადიო თავისუფლებას კითხვის პასუხად განუცხადა.

„შევძრწუნდით, როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრო სოლიდარობის ღონისძიებას თბილისში, ირანის საელჩოში…

იმ დროს, როდესაც დასავლეთი გმობს ირანის თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე და მხარს უჭერს მისი ბირთვული და გენოციდური ამბიციების შეჩერების მცდელობებს, ღრმა იმედგაცრუებას იწვევს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის ხილვა. ეს მორალურად არასწორია“, – განუცხადეს რადიო თავისუფლებას ისრაელის საელჩოში.

რადიო თავისუფლებამ მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის ირანის საელჩოში ვიზიტის შესახებ კითხვა დაუსვა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:

„2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი“.

დღეს, 2 ივლისს გაირკვა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი თბილისში ირანის საელჩოში „ისრაელის რეჟიმის განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე მივიდა და ირანს სოლიდარობა გამოუცხადა.

banner
წინა სტატიაში“პირდაპირ გეუბნებით: არავითარი “ჰამასი” და ჰამასტანი არ იქნება!..” – ნეთანიაჰუ
შემდეგი სტატიაისრაელის საელჩო: შევძრწუნდით, რადგან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირანის საელჩოში გამართულ სოლიდარობის ღონისძიებას დაესწრო