„საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული” -ციხელაშვილის პასუხი მედვედევს

„საქართველოს განვითარების კურსი, მისი მისწრაფება ევროპული თუ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ არავის წინააღმდეგ არ გახლავთ მიმართული,“- ამ განცხადებით, ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის პრემიერ-მინისტრის მუქარას გამოეხმაურა, სადაც დიმიტრი მედვედევმა საქართველოს ნატოში შესვლის შემთხვევაში კატასტროფულ შედეგებზე ისაუბრა.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ამბობს, რომ მსგავსი რიტორიკა რუსეთის პოლიტიკურ ელიტას ახასიათებს.

„სამწუხაროდ ხშირად ისმის ხოლმე რუსეთის პოლიტიკური წრეებიდან მსგავსი განცხადებები და პასუხი არის ცალსახა. საქართველოს განვითარების კურსი, მისი მისწრაფება ევროპული თუ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ არავის წინააღმდეგ არ გახლავთ მიმართული. მათ შორის არც რუსეთის. და ეს არის კურსი რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოებაზე. და უსაფრთხო გარემოში ქვეყნის განვითარებაზე დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად და საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა

banner
წინა სტატიაშიმამუკა კუდავა-რუსეთმა საქართველოში ომი ორი მთავარი მიზეზის გამო დაიწყო
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკი განცხადებას ქართულ ენაზე აქვეყნებს – ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას