მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს მიმართ კითხვები არ არსებობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.

“ყველა სახელმწიფო აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ კითხვები არ არსებობს და შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს მალე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გამოქვეყნდა მოხსენება, სადაც მითითებულია პოზიტიური რეკომენდაცია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, ევროკავშირის პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ერთი მოსმენით,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: პრემიერის განცხადება აბსოლუტურად ეხმიანება უმრავლესობის პოზიციას
შემდეგი სტატიაყალბი 100-დოლარიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს