საქართველოს მიმართ ამ ისტორიულ სამიტზე დიდი ყურადღება იყო მიპყრობილი, ამის გათვალისწინებით ვიტყოდი, რომ ეს ქვეყნისთვის იყო წარმატებული – კოლომინა

გავაგრძელებთ არსებით პაკეტზე მუშაობას, რაც საქართველოსთან ჩვენი თანაშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი ჩარჩოა საჰაერო თავდაცვის, დაზვერვის, კრიზის მენეჯმენტის, კიბერუსაფრთხოების კუთხით, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენლმა ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-ს მადრიდის სამიტზე საქართველო საკმაოდ წარმომადგენლობითად მონაწილეობდა.

„საქართველო საკმაოდ წარმომადგენლობითად მონაწილეობდა მადრიდის სამიტზე, პრემიერ-მინისტრი, რომელიც შავი ზღვის რეგიონზე ფოკუსირებულ შეხვედრას ესწრებოდა, სამიტის მეორე სესიაზე, რადგან ეს არის ნატო-სთვის სტრატეგიული არეალი. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსთან, დავადასტურეთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ბუქარესტში 2009 წელს მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ შევთანხმდით და მივიღეთ გადაწყვეტილება საჭიროებებზე მორგებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რაც მოიცავს თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულებას. ჩვენ გავაგრძელებთ არსებით პაკეტზე მუშაობას, რაც საქართველოსთან ჩვენი თანაშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი ჩარჩოა საჰაერო თავდაცვის, დაზვერვის, კრიზის მენეჯმენტის, კიბერუსაფრთხოების კუთხით. ჩვენ ასევე დავამატეთ ახალი მიმართულებები, გავზრდით ერთობლივი სწავლების რაოდენობას, რაც შესაძლებელია ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს, ნაცვლად სამისა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სწავლებები ძალიან ცოტა პარტნიორთან ერთად გვაქვს, რაც პარტნიორობის მაღალ დონეს აჩვენებს. საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ ხაზს ვუსვამთ ევროკავშირთან თანამშრომლობის საჭიროებას. რომ შევაჯამთ, იმის გათვალისწინებით, რამდენი ყურადღება იყო მიპყრობილი საქართველოს მიმართ ამ ისტორიულ სამიტზე, ვიტყოდი, რომ ეს ქვეყნისთვის იყო წარმატებული“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

banner
წინა სტატიაშითუ ვინმეს აინტერესებს რა უნდა ევროკავშირს და რისი დანახვა სურს მას, უბრალოდ უნდა შეხედოს კომისიის მოსაზრებებს – კოლასი
შემდეგი სტატიაჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით 3 პირის დაპატიმრების ორდერი გასცა