32.9 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

საქართველოს მიერ თურქეთისათვის გადაცემული ტერიტორიის ფოტოები თურქულმა მედიამ გამოაქვეყნა

resized_ec43f-cc156dffgurcistan1თურქულმა მედიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა იმ ტერიტორიის ფოტოები, რომლიც გადაცემა მოხდა საქართველოს მხრიდან.
შეგახსენებთ, რომ დღეს, რუსულმა მედიამ თურქულ გამოცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ საქართველომ თურქეთს დაახლოებით 6 ჰექტარი მიწა გადასცა.
“საქართველოს მხრიდან თურქეთისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხზე განცხადება გავრცელდება” – განუცხადეს “თაიმერს” საგარეო უწყებაში.

რუსული “რია ნოვოსტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, სადავო მიწის ნაწილი საქართველოს მფლობელობაში მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დროს გადავიდა. საუბარია არდაღანის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მიწის ფართობზე.
2013 წელს ადგილობრივების თხოვნით, თურქეთის მთავრობამ ქართველი ჩინოვნიკები სადავო ტერიტორიაზე სასაუბროდ მიიწვია.
მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც დღემდე გრძელდებოდა, ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ სასაზღვრო მდინარეს მის ძველ კალაპოტს დაუბრუნებდნენ, ამდაგვარად, ქართულმა დელეგაციამ თურქეთისათვის 15 საფეხბურთო მოედნის ტოლი ტერიტორიის გადაცემაზე თანხმობა განაცხადა – წერს “რია ნოვოსტი”.

 

timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაშირეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდება
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა