საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული – სამხარაძე

ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დადებითი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმედიანად არის განწყობილი და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებაც ამაზე მიუთუთებს.

„ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილი და ოლივერ ვარჰეის განცხადებაც ამაზე მიანიშნებს. სჯობს, დაველოდეთ, ჯერ ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებას და შემდეგ ევროსაბჭოს სამიტს, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება. იქ საბოლოოდ დადასტურდება ჩვენი იმედები და პოზიტიური განწყობა. ის რეფორმები, რომლებიც საქართველომ გაატარა, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა მონაწილეობა მიიღო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ფორუმში- “ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის“
შემდეგი სტატიადაასახელეთ სამივემ, ვისზე გითხრეს საქართველოდან, სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებაო, ვინ გითხრათ და სად? – გვარამია