საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე უარს აცხადებს

ბებიაჩემი მზია წერეთელი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე უარს აცხადებს. მიხეილ სააკაშვილის წერილი მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა წაიკითხა:

„ნომერ მე-12 ციხის, ივანიშვილის დილეგის უფროსს ზურაბ მოდებაძეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება. ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებაზე და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, ვიდრე შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება. ამასთან, ხაზი მინდა გავუსვა, რომ დაწყებული ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემებით, გაგრძელებული ასეთი წვრილმანით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსობრივი პრობლემების შექმნით, რომელიც არის კომუნიკაციის საშუალების წართმევა. რეალურად, ეს გარემოებები უთითებს, რომ ხელისუფლებას აქვს სააკაშვილის მკვლელობის გეგმა.

მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი პატიმარი. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ასრულებს რუსულ დავალებებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლესთან დაკავშირებით. მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, რომელიც მონაწილეობს ამ რუსულ სპეცოპერაციაში, დაწყებული პენიტენციური სამსახურის უფროსით ნიკა ცხვარიაშვილით, გაგრძელებული მე-12 დაწესებულების დირექტორით, ზურაბ მოდებაძით და ყველა იმ თანამშრომლით, რომელიც ასრულებს უკანონო დავალებებს. თქვენი სახელები და გვარები არსად ქრება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ თქვენ არ იღებთ გადაწყვეტილებებს და თქვენ ასრულებთ სხვების უკანონო გადაწყვეტილებებს. თუმცა, კარგად უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი სახელები რჩება. ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩაიდენს და სჩადის უკანონობას პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ აუცილებლად მოუწევს ძალიან მალე, არცთუ ისე შორეულ მომავალში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ეს იქნება შავი ლაქა, რომელიც არათუ ისინი, არამედ მათი შთამომავლობაც ვერ ჩამოირეცხავს. თუ ისინი არ მოეგებიან გონს და უარს არ იტყვიან იმ სამარცხვინო დავალებების შესრულებაზე, რომელსაც იღებდნენ და ასრულებდნენ პირნათლად“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

დღეს, უკვე 27 დღეა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

წინა სტატიაშიკალაძე: 9 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ქართველი ხალხის ერთობამ შეძლო ბოროტი, მახინჯი სისტემის დამარცხება.
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: თეა წულუკიანმა 2019 წლის ნოემბერში ციხის საავდმყოფოში გააუქმა ქირურგიის, ანესთეზიის, რეანიმაციის და ხანგრძლივი მოვლის განყოფილებები