საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს.

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების მხრიდან კანონის დარღვევაზე მიუთითებს და ამბობს, რომ მიუხედავად უკვე 9-დღიანი პატიმრობისა, მისი სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ დანიშნულა, მოსამართლე კი სხდომის ჩატარებას კიდევ რამოდენიმე კვირის განმავლობაში არ აპირებს.

მესამე პრეზიდენტის თქმით, ეს არის ხელისუფლების მცდელობა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე მას საჯაროდ გამოსვლის საშუალება არ ჰქონდეს.

“1 ოქტომბერს დამაპატიმრეს და ციხეში ჩამსვეს.

დაპატიმრება ემყარებოდა ორ განაჩენს, რომელსაც მსოფლიოში არავინ ცნობს და აგრეთვე დაკავების ორდერს ორ განსახილველ საქმეზე.

საქართველოს კანონის თანახმად, მიმდინარე საქმის საფუძველზე ნებისმიერი დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სასამართლოს.

9 დღეა არ ჩაუნიშნავთ სასამართლო სხდომა და ჩემს ადვოკატს მოსამართლემ ახლახანს განუცხადა, რომ სასამართლო მოსმენა არ იქნება რამოდენიმე კვირის განმავლობაში.

ეს არის აშკარა მცდელობა რომ არ დაუშვან ჩემი საჯაროდ გამოსვლა არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე, სადაც თითქმის ყველა დიდ ქალაქში ჩემი პარტიის შედეგები თანაბარია ივანიშვილის პარტიის შედეგებთან.

ვიმედოვნებ, რომ თქვენ თვალს მიღმა არ აღმოჩნდება ეს არაკანონიერი ტყვეობის საქმე“, – ნათქვამია მესამე პრეზიდენტის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაგომელაური – თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანია