საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ “ანტიკორუფციული მოძრაობის” შექმნას მიესალმება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ “ანტიკორუფციული მოძრაობის” შექმნას მიესალმება.

როგორც მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, კორუფციასთან გამკლავება სწორედ საზოგადოების ერთობლივი მუშაობით არის შესაძლებელი.

“პოლიტიკაში მე ჩემი აქტიური მუშაობა პარლამენტში, ანტიკორუფციული კომისიის შექმნით და რამდენიმე მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირის მხილებით დავიწყე. შემდეგ ვიყავი თანაავტორი კანონის ქონებრივი დეკლარაციების და ასევე დაუსაბუთებელი ქონების შესახებ. ასეთივე კანონების დაწერაში ვეხმარებოდი უკრაინაში. 3-მილიონიან ოდესაში რკინის შანთით ამოვძირკვე კორუფცია.

ახლა, როცა საქართველოში ისევ დატრიალდა კორუფციის სუნი და “ხელისუფლებას” ეს აწყობს, მხოლოდ ჩვენი, მთელი საზოგადოების ერთობლივი მუშაობით შეიძლება ამასთან გამკლავება.

კორუფცია კლავს შესაძლებლობებს, ნიჭიერ ადამიანებს და ქვეყანას. ის ძალიან მახინჯი და უსამართლოა.

წარმატებას ვუსურვებ ანტიკორუფციულ მოძრაობას ქვეყნის სამსახურის საქმეში! ამ სიმახინჯეს ერთად დავამარცხებთ!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში„ვცდილობთ, რომ კომპენსაცია მოვახდინოთ იმ სამარცხვინო საქციელისა, რომელსაც ჩვენ „ქართული ოცნების“ მხრიდან ვხედავთ უკრაინასთან მიმართებაში“- გიგი წერეთელი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ქანდა აგრიქალჩერ“ 100 ჰა-ზე ნუშის და ხეხილის ბაღებს გააშენებს