საქართველოს მესამე პრეზიდენტი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის იბრძოლებს?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის და მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“სექტემბერში, ბოლო შეხვედრის დროს, სტრასბურგში, ანა ფოტიგამ მკითხა, ხომ არ ვფიქრობდი, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, წამების მსხვერპლი ვიქნებოდი. მე ვუპასუხე, რომ არ ვფიქრობდი. ანა ფოტიგა იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, როცა ლეხ კაჩინსკი ჩამოვიდა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად საქართველოს გადასარჩენად.

ფოტიგა უკეთილშობილესი და უმაგრესი ადამიანია, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის საქართველოსთვის და პუტინის წინააღმდეგია. რა გასაკვირია, რომ ჩემთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან არ შემოუშვეს.

დიდი მადლობა, ანა, ადამიანობისთვის და სოლიდარობისთვის. დარწმუნებული ვარ, ისინი, ვინც გუშინ არ შემოგიშვათ, მალე არცერთი აღარ იქნება სახელისუფლებო ბერკეტებთან სიახლოვეში და თქვენ დაგხვდებათ საქართველო ძველებური სტუმართმოყვარეობით და მადლიერებით” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილთან გლდანის ციხის საავადმყოფოში შესვლის უფლება არ მისცა, შესაბამისად ევროპელმა პოლიტიკოსმა ქვეყანა ისე დატოვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ვერ შეხვდა და პირადად ვერ ნახა ის მძიმე ვითარება, რომელშიც ახლა მესამე პრეზიდენტია.

banner
წინა სტატიაშიექიმები სიცოცხლის გადარჩენისთვის​ – “ფეისბუქზე” ღონისძიება დაიგეგმა
შემდეგი სტატიამოშიმშილე დეპუტატებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე შეუერთდა