საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება „იდუმალი სანტა“ გახდეს

საქართველოს ბანკი და საქართველოს ფოსტა ერთობლივი პროექტის განცორციელებას იწყებენ.

პროექტი, რომელიც დეკემბრის დასაწყისში იწყება, საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას – „იდუმალი სანტა“ (Secret Santa) ეფუძნება.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება „იდუმალი სანტა“ გახდეს – გააგზავნოს და მიიღოს საჩუქარი.

„მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა ვითანამშრომლოთ ისეთ საფოსტო ოპერატორთან, როგორიცაა საქართველოს ფოსტა, ერთობლივად გავუხალისოთ მომხმარებელს ახალი წელი და სრულიად ახალი გამოცდილება შევთავაზოთ“, – განაცხადეს საქართველოს ბანკში.

ყველა „იდუმალი სანტას“ საჩუქრის ადრესატამდე მიტანას „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს.

„ჩვენთვის სასიხარულოა, რომ საქართველოს ფოსტა მონაწილეობს საქართველოსთვის უპრეცედენტო პროექტში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მასშტაბური საახალწლო თავგადასავლის მონაწილე გახდეს. საქართველოს ფოსტა მხარდაჭერას გაუწევს პროექტში ჩართულ ყველა „იდუმალ სანტას“, რათა უზრუნველყოს მათი საჩუქრის ადრესატამდე მიტანა“, – განაცხადეს საქართველოს ფოსტაში.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკი სესხის ლარში გადატანის თემასთან დაკავშირებულ კითხვებსა და პასუხებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ფასი 2.5871 ლარი გახდა