საქართველოს მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. დღეს სასწავლო პროცესი აღდგა იმ საჯარო სკოლებში, სადაც სწავლა გრიპის ვირუსის პრევენციის გამობოლო სამი დღით შეჩერებული იყო.
პრევენციის მიზნით სამი დღით სწავლა შეწყვეტილი იყო დედაქალაქის #81, #152, #112, #21 და #53 საჯარო სკოლებში.
უწყების ინფორმაციით, სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტად აგრძელებს. განახლებული ინფორმაცია 12:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.
განათლების სამინისტრო სკოლებს კვლავ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიასა და გამგეობებში ერთ თვეში გაცემულმა პრემია-დანამატებმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მე თვითონაც წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა გასხვისდეს