საქართველოს მასშტაბით 68 ათასი კვადრატული კილომეტრი არსებობს, რათა სიგარეტი სუფთა ჰაერზე მოწიონ

თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები პირველი მაისიდან ამოქმედდება- განცხადება ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ გააკეთა:
“მთელი საქართველოს მასშტაბით, 68 ათასი კვადტარული კილომეტრი არსებობს, რათა სიგარეტი სუფთა ჰაერზე მოწიონ. მხოლოდ 1000 კვადრატულ კილომეტრზე, ანუ შენობებში, ვითხოვთ შეზღუდვებს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, შვილები, მშობლები არ დაზიანდნენ.
ძალაში შედის ნორმა, რომელიც ეხება თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ შენობებს, რომელიც ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. ეს პროცესი მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უკვე გაიარა“ განაცხადა ზოიძემ.
შეგახსენებთ, 2018 წლის პირველი მაისიდან სიგარეტის მოწევა იკრძალება შემდეგ ადგილებში:
ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი და არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი;
საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ტაქსისა და კატერის გარდა;
საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;
სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
ბენზინგასამართ, გაზგასამართ და გაზგამანაწილებელი სადგურებზე, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები

banner
წინა სტატიაშიირაკლი ბენდელიანი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებს ხვდება
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა