საქართველოს მასშტაბით 42 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 42 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია და ამის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია:

”მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო გართულდა იმ რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება, რაზეც დამოკიდებულია სკოლის გათბობის სისტემა, შესაბამისად, სკოლებმა მიიღეს გადაწყვეტილება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენამდე, სასწავლო პროცესი დროებით შეეწყვიტათ”, – განაცხადა ლია გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
შემდეგი სტატია“მოკლე დროში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით”-მიხეილ ჯანელიძე