15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი დღეს სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი დღეს სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევს.

წმინდა სინოდის სხდომა 28 აპრილს, 12:00 საათზე დაიწყება.

„ამ სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი”, – აღნიშნავს საპატრიარქო სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პატრიარქის არჩევის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 17 მარტს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყოველთვის მადლიერებას გამოხატავს და ახსოვს, თუ ვინ და როგორ დაგვიჭირა მხარი მას შემდეგ, რაც ეს ომი დაიწყო
შემდეგი სტატიადასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა