საქართველოს მართავს კანონიერი ქურდი, ბიძინა ივანიშვილი – გიორგი ვაშაძე

„ჩვენ ამ დღეებში დავინახეთ, რომ ქვეყანას მართავს მაფიოზურ-ქურდულ-ოლიგარქული კლანი, ადამიანების კასტა, რომელსაც არ აინტერესებს სახელმწიფო, არ აინტერესებს სახელმწიფო ინტერესები და გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე ბიზნესთან და გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე თავისუფალ ადამიანებთან,“ – ეს განცხადება, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ვაშაძე ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება, რომელმაც ბიზნესზე რეკეტში პირადად ივანიშვილის ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები ივანიშვილის დავალებებს ასრულებდნენ. მისი თქმით, ბიზნესზე რეკეტის სათავეში ბიძინა ივანიშვილი დგას.

„საქართველოს მართავს კანონიერი ქურდი, ბიძინა ივანიშვილი მის დაჯგუფებასთან ერთად. ქვეყანაში აღარ გვაქვს ინსტიტუციები, ქვეყანაში აღარ არსებობს არაფერი და წარმოიდგინეთ, ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ მოვითხოვოთ ამ საქმეების გამოძიება, ვის უნდა მოვთხოვოთ? რომელ პროკურატურას უნდა მოვთხოვოთ, რომელ სამართალდამცავ უწყებებს უნდა მოვთხოვოთ? რომელს შს მინისტრს უნდა მოვთხოვოთ, რომელიც თურმე პირადად იღებს ამ ქურდულ გარჩევებში მონაწილეობას,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, 28 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება. მან საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა.

მისივე განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” სამოქმედო გეგმას საზოგადოებას დღეს 15:00 საათზე გააცნობს.

ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ გავიდა, სადაც მან ისაუბრა იმ რეკეტზე, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს. მისი თქმით, პირადად ივანიშვილმა მოსთხოვა 4 მილიონის გადახდა. ოქუაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილთან შეხვედრას მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ და მათ შორის იყვნენ გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. „ჩვენ ამ დღეებში დავინახეთ, რომ ქვეყანას მართავს მაფიოზურ-ქურდულ-ოლიგარქული კლანი, ადამიანების კასტა, რომელსაც არ აინტერესებს სახელმწიფო, არ აინტერესებს სახელმწიფო ინტერესები და გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე ბიზნესთან და გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე თავისუფალ ადამიანებთან,“ – ეს განცხადება, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ვაშაძე ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება, რომელმაც ბიზნესზე რეკეტში პირადად ივანიშვილის ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები ივანიშვილის დავალებებს ასრულებდნენ. მისი თქმით, ბიზნესზე რეკეტის სათავეში ბიძინა ივანიშვილი დგას.

„საქართველოს მართავს კანონიერი ქურდი, ბიძინა ივანიშვილი მის დაჯგუფებასთან ერთად. ქვეყანაში აღარ გვაქვს ინსტიტუციები, ქვეყანაში აღარ არსებობს არაფერი და წარმოიდგინეთ, ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ მოვითხოვოთ ამ საქმეების გამოძიება, ვის უნდა მოვთხოვოთ? რომელ პროკურატურას უნდა მოვთხოვოთ, რომელ სამართალდამცავ უწყებებს უნდა მოვთხოვოთ? რომელს შს მინისტრს უნდა მოვთხოვოთ, რომელიც თურმე პირადად იღებს ამ ქურდულ გარჩევებში მონაწილეობას,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, 28 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება. მან საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა.

მისივე განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” სამოქმედო გეგმას საზოგადოებას დღეს 15:00 საათზე გააცნობს.

ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ გავიდა, სადაც მან ისაუბრა იმ რეკეტზე, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს. მისი თქმით, პირადად ივანიშვილმა მოსთხოვა 4 მილიონის გადახდა. ოქუაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილთან შეხვედრას მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ და მათ შორის იყვნენ გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ეს ნიშნავს ბიძინას რეჟიმის დასასრულს, ეს არის ფინალი
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ განცხადება არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურად უტიფარი გუნდის მორიგი, მაგრამ დიდი მასშტაბის უტიფარი განცხადება