ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი(ALDE) საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერას უცცხაებს.
“ლიბერალები დგანან საქართველოს მამაცი მოქალაქეების გვერდით, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან“, წერია განცხადებაში.
საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეები დაუპირისპირდნენ ქართული ოცნების რეჟიმს, რომელმაც პუტინის ავტორიტარიზმი დემოკრატიას ამჯობინა. ევროკავშირი არ შეიძლება გაჩუმდეს. ლიბერალები დგანან საქართველოს მამაცი მოქალაქეების გვერდით, რომლებიც თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან”, – განაცხადა ALDE-ს პარტიის პრეზიდენტმა, სვენია ჰანმა.
ALDE წერს, რომ ევროპელი ლიბერალები სოლიდარობას უცხადებენ გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და გმობენ ძალადობრივ აქტებს.