საქართველოს ლეიბორისტული პარტიის სპეციალური განცხადება

ივანიშვილის ხელსიუფლების მიერ მზადდება კიდევ ერთი მზაკვრული შეთქმულება მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელების წინააღმდეგ

lesსაქართველოს ლეიბორისტული პარტიის სპეციალური განცხადება

ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი ივანიშვილი კვლავ აგრძელებს სამართალდამცავი ორგანოებისა და სპეცსამსახურების გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების, განსაკუთრებით, ლეიბორისტული პარტიის მიმართ ანგარიშსწორებისათვის.
ამის ნათელი მაგალითია, ლეიბორისტული პარტიის ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის და საკრებულოს წევრის გიორგი გიუაშვილის პროკურატურაში დაბარება, რომელიც მას შემდეგ განხორცილდა, რაც გიუაშვილმა მრავალგზის დაუნდობლად და აშკარად ამხილა ადგილობრივი ხელისულება კორუფციულ გარიგებებსა და საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში; ასევე, ხშირად ამხელს პარლამენტის წევრ, ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატს, გედევან ფოფხაძეს, რომელიც სპეცსამსახურების გამოყენებით მუდმივად და უკანონოდ ერევა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, კორუფციული მიზნებით.
ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მრავალგზის მუქარის შემდეგ, მიმდინარე წლის 20 იანვარს, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ გიორგი გიუაშვილი დაიბარა დაკითხვაზე.

ამ ფაქტის შესახებ ჩვენ აუცილებლად ვაცნობებთ საქარველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს. ასევე, ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ლეიბორისტული პარტიის წევრების შევიწროვება. სხვა შემთხვევაში, ყველა ღონეს ვიხმართ, რათა აღიკვეთოს ქვეყანაში ოპოზიციის მიმართ ივანიშვილის მიერ დაკვეთილი უკანონო დევნა-რეპრესიები.

banner
წინა სტატიაშიპეტერბურგში “კანონიერი ქურდი” ზურა კახელი დაიჭირეს (ვიდეო)
შემდეგი სტატია“თვითმკვლელობა არა, ეს განზრახ მკვლელობაა”