საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პასუხი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ეხმიანება საიას პასუხს  კომისიისგანცხადებასთან  დაკავშირებით. კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლისპირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლისდაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამებისმომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ანთანადაფინანსება. შესაბამისად, ,,არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურიპარტიებისათვის პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის ეთერში გაშვებას“ კრძალავს არაკომისია, არამედ კანონი. აღნიშნული აკრძალვა არ ,,წარმოადგენს გამოხატვისთავისუფლების უფლებით განსაკუთრებულად დაცული პოლიტიკური სიტყვისა და აზრისწინააღმდეგ მიმართულ ქმედებას“, არამედ ემსახურება მაუწყებლის დაცვასფინანსურად ძლიერი პოლიტიკური პარტიების გავლენისაგან, პოლიტიკურისუბიექტების თანასწორ მდგომარეობაში ჩაყენებას, მაუწყებლის მიუკერძოებლობის,ასევე, თავისუფალი და პლურალისტური დებატის უზრუნველყოფას, რაც აძლიერებსდემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ როლს.ასევე, საქართველოს კანონმდებლობით პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლისდაფინანსება დასაშვებია მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამისგანთავსების მიზნით, რაც შესაძლებელია განხორციელდეს მაუწყებლის მომსახურებისშესყიდვის გზით და განსაზღვრულია შესაბამისი რეგულაციები, ვალდებულებები დაპასუხისმგებლობები, კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოსსაარჩევნო კოდექსი“ 50-ე და 51-ე მუხლები განსაზღვრავენ მედიის მიერ წინასაარჩევნოკამპანიის გაშუქების ზოგად რეგულირებებსა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისსაინფორმაციო უზრუნველყოფის, მათ შორის, ფასიანი პოლიტიკური რეკლამისგანთავსების წესებს, რომელთა მიზანი, ასევე, საარჩევნო სუბიექტებისთვის საარჩევნოკამპანიის დროს თანაბარი პირობების უზრუნველყოფა არის.

banner
წინა სტატიაში,,დაზარალებულებს შევთავაზეთ გამოსავალი, ახლა მათი გადასაწყვეტია თანახმა არიან თუ არა”
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის სასახლეში მარგველაშვილისა და საპარალამენტო უმრავლესობის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს