საქართველოს ხვალ ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა

“აღმოსავლეთ პარტნიორობის” არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრის ფარგლებში საქართველოს 26-27 ნოემბერს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანი ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ევროკომისარი ხვალ მონაწილეობას მიიღებს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრაში. 27 ნოემბერს დაგეგმილია ევროკომისარის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
ამასთანავე, ევროკომისარი მონაწილეობას მიიღებს საჯარო ღონისძიებაში – “ახალი ევროპული სამეზობლო პოლიტიკა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები”” (New European Neighborhood Policy and perspectives of regional cooperation)
“აღსანიშნავია, რომ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომიასრი საქართველოს წელს უკვე მეორედ ეწვევა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას ჩვენი ქვეყნისადმი”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშისაქართველო-რუსეთის საზღვარზე რუსი მესაზღვრეები თურქ მძღოლებს არ ატარებენ
შემდეგი სტატიათბილისის მერია მოვაჭრეების პროტესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს