საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე იმყოფება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე იმყოფება. მისი თქმით, “დღეს დემონსტრაციაზე დგას ყველა ის მოქალაქე, ვისაც გააზრებული აქვს, რომ ტყუილსა და შეურაცხყოფაში ცხოვრება ქართველი ხალხისთვის მიუღებელია”.

” პრინციპულად ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ხალხი აქციებზე ქართული ოცნების დასამარცხებლად ან ენმ-ის გასამარჯვებლად დადის. შეუძლებელია, გააგრძელო პოლიტიკური ცხოვრება, როცა ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად უარი უთხრა ქართულ საზოგადოებას იმ ძირითად ღირებულებაზე, რაც გულისხმობს თავისუფალ არჩევნებს, არჩევნებს, რომელიც მოიტანს პროპორციულ შედეგს საქართველოს პარლამენტში.

“არ არის საინტერესო, რას გამოაცხობს ამ ეტაპზე “ქართული ოცნება” ე.წ. პოზიციის სახით. საინტერესო არის მხოლოდ ქართველი ხალხის ნება. ნება, რომელიც მე არ მინახავს შეცვლილი ბოლო 30 წელია. ქართული საზოგადოება სულ ამბობდა, ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები. ნუ გვიშლით ამაში ხელს. ამის გარდა, დანარჩენი საინტერესო არ არის, რა განცხადებას გააკეთებენ, რა მოდელს შემოგვთავაზებენ.

ერთია ფაქტი, არ მიიღებს საზოგადოება ამ შეურაცხყოფას, ამ თაღლითურ სქემას, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობს… მე ვხედავ სრულ ერთიანობას და ძალიან მახარებს და მადლობა მინდა ვუთხრა ქართულ ოპოზიციას, რომ ერთად დგანან. მე ვხედავ ერთ სტაბილურ დღის წესრიგზე მდგომ ოპოზიციას…

სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” თაღლითობიდან ნაბიჯი გადადგა ძარცვისკენ, იმიტომ რომ ძალა გამოიყენა. რაღაცის წართმევა ძალით, ეს არის ძარცვა. მე იმედი მაქვს, ვინმეს მაინც ექნება იმდენი შეგნება, რომ არ გადავიდეს ყაჩაღობისკენ. როდესაც შენ ადამიანს ართმევ რაღაცას და ის ადამიანი ხვდება, რომ შენ ართმევ და არ გაგდის თაღლითობა, მერე ძალას ხმარობ და ეს არის ძარცვა. ვნახე, რომ ტენდენცია აბსოლუტურად გაუმართლებელი ყაჩაღობისკენ, რომ ძალით მოახდინონ ქვეყნის მიტაცება. არ გამოუვათ, არ გამოსვლია არავის. “ქართულმა ოცნებამ” უნდა დაანებოს თავი ჩაშლილ თაღლითურ სქემას და შეასრულოს დანაპირები,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირატომ იქნება ივანიშვილი ყოველთვის-რას პოსტს აქვეყნებს ხუხაშვილი
შემდეგი სტატიაქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის დაცინვას აღარ აიტანს