(video) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს მიმართავს

საქართველო ახლა ჩამოვარდნილია რადარებიდან

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა“ვიცი, რომ სტუდიაში გყავთ ბევრი პარტიის წარმომადგენელი და ბევრი დემაგოგი მათ შორის, მე მინდა, მათ გადავახტე და მივმართო საქართველოს ხალხს: რასთან არის ასოცირებული “ნაციონალური მოძრაობა”, როდისმე საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, რომელიმე ეპოქაში – თავი დავანებოთ სვეტიცხოველს, გელათს, ვეფხისტყაოსანს, ხახულის ხატს და ა.შ. რომელიმე ცალკე აღებულ პერიოდში, საქართველოს ათასწლოვან ისტორიაში ყოფილა თუ არა მეტი შექმნილი, რითაც ვამაყობთ ჩვენ, რასაც ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს და რითიც აღტაცებულია მთელი მსოფლიო, აბა 6 მილიონი ტურისტი ივანიშვილის სანახავად ხო არ ჩამოდის საქართველოში, როდისმე, რომელიმე ეპოქაში შექმნილა მეტი, ვიდრე ე.წ. ავადასახსენებლ 9 წელში?

 

ვინც ადრე ხუთოსანი იყო დღეს შეიძლება აღარ იყოს ასე, ვიღაცამ დაკარგა კვალიფიკაცია, ბევრია საქართელოში ეს ხუთოსნები და საჭიროა, რომ მოვიდეს ამ განახლებული ნაციონალური მოძრაობისკენ და მემგონი ეს უნდა ესმოდეს ჩემს მეგობრებსაც ამ პარტიაში, რონ წინ გავუშვათ ახალი ხალხი. პარტიამ, რომელმაც გაუძლო პოლიტიკურ რეპრესიებს, რომლის ლიდერებიც სხედან ციხეში, ეს მეტყველებს რონ არის ბევრად დიდი ვიდრე ის, რომ სააკაშვილი კიევიდან გესაუბრებათ.

მრავალსაუკუნოვანი აღმშენებლობის იდეა ქონდა ამ პარტიას და ამიტომ გაუძლო ამ წნეხს. ჩვენ გვაერთიანებდა იდეა და ამ იდეის გარშემო უნდა მოხდეს გაერთიანება. იდიოტური თემები კლასკური რუსული ოლიგარქიული ხელწერის აქედან უნდა გადავიდეთ განახლებაზე და აღმშენებლობაზე, საქართვლო უნდა დაუბრუნდეს ამ გზას. როგორ შეიძლება იმის იმიტაცია გააკეთო რისიც არ გჯერა? ეს იქნება ყალბი. თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო, თურაშუალის ახალი მოსავალი უნდა დაიკრიფოს დღეს“ – განაცხადა სააკაშვილმა “არჩევანის” ეთერში ჩართვისას.

 

https://youtu.be/fCpQ3vJw6oo

 

banner
წინა სტატიაში(video) ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში დაამკვიდრა პორნოკრატია
შემდეგი სტატიალიტვამ სავჩენკოს დაკავებასთან დაკავშირებულ ადამიანებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა