საქართველოს ხელისუფლების მთელი პოლიტიკა კრემლის მითითებების შესრულებაა… დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს – არახამიას აშშ-ს და ევროკავშირს

უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი, რუსეთთან მოლაპარაკებების დელეგაციის მონაწილე და უმაღლესი რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილსა და მის ბიზნესაქტივებზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

“საქართველოს მთავარი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, ძალიან მჭიდროდ უკავშირდება რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ელიტას. ახლახან გამოქვეყნებული “ივანიშვილის ჩანაწერები” ამ კავშირზე ნათლად მეტყველებს.

საქართველოს ხელისუფლების მთელი პოლიტიკა კრემლის მითითებების შესრულებაა და სწორედ აქედან გამომდინარეობს მთელი ეს რიტორიკა, რუსეთის აგრესორად არაღიარება, რუსეთის ფედერაციის დახმარების მცდელობა სანქციების გვერდის ავლაში და ა.შ.

მივმართავ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, განიხილონ ივანიშვილსა და მის მთელ ბიზნესაქტივებზე სანქციების დაწესება, – განაცხადა არახამიამ.

banner
წინა სტატიაშიბუჩას პროკურატურამ იმ რუსების ვინაობა დაადგინა, რომლებმაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აწამეს და მოკლეს
შემდეგი სტატიადმიტრო კულება – საკმარისია ბოდიშები და ნახევრად მიღებული ზომები, როცა უკრაინელებს ბომბავენ, კლავენ, აწამებენ და აუპატიურებენ