საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე დუმს

სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებულ ქმედებებს ოპოზიცია ეხმაურება. პარტია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი, დეპუტატი გიგა ბოკერია ამბობს, რომ რუსეთი აგრძელებს აგრესიას ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა ბოკერია განმარტავს, რომ ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე დუმს.

“და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი თუ რატომ არის საჭირო საერთაშორიო ზეწოლა რუსეთზე. ძალიან სამწუხარო და ძალიან საზიანოა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯებს საერთაშორისო ასპარეზზე,”- ამბობს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ატოცთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დღეს დილით ლითონის ბადეები მიიტანეს.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს
შემდეგი სტატიათუ ჩვენ გვინდა, რომ დათვს ბაბაია დავუძახოთ და გალიაში ვიყოთ ჩაკეტილი მაშინ უნდა დავყაბულდეთ…