საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესის დამცველია

„სახელმწიფოს ღირსება, როლი და მნიშვნელობა სწორედ მისი მოქალაქეების ღირსების, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვით იზომება.“
“ის, ვინც არ რეაგირებს ბოროტებაზე, ისეთივე დამნაშავეა, როგორც ის, ვინც აკეთებს ამ ბოროტებას. ის, ვინც იღებს მას პროტესტის გარეშე, ხდება ამ მოქმედების თანამონაწილე,” -მარტინ ლუთერ კინგის ამ სიტყვებით გამოეხმაურა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ დაგეგმილ სავარაუდო ლიკვიდაციას „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი საქართველოს ხელისუფლებას, მისი ნეიტრალური პოზიციის გამო, ოკუპანტი ქვეყნის იდეოლოგიის გამტარებლად მიიჩნევს და ამის შესახებ საზოგადოებას ღიად ესაუბრება.
„ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს თავის მოქალაქეს, ვერ პასუხობს ქართველებისთვის ღირსების დამამცირებელ პირდაპირ მუქარას ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლისგან, ოკუპანტი ქვეყნის გეგმების გამტარებელი და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედია.
სახელმწიფოს ღირსება, როლი და მნიშვნელობა სწორედ მისი მოქალაქეების ღირსების, უსაფრთხოების და უფლებების დაცვით იზომება.“-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია შურისძიების მიზნით იგეგმებოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობის დამკვეთი ვლადიმერ პუტინის მარჯვენა ხელი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
შემდეგი სტატიაგლდანის რაიონში, ვეკუას, ხიზანიშვილისა და ხოჭოს ტბის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება