საქართველოს ხელისუფლება მოსკოვს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სავაჭრო გზას გაუხსნის?!

xr:d:DAFTUNmfRks:4,j:42490429167,t:22112909

ხსნის თუ არა საქართველო გზას რუსეთისკენ, ოღონდ ოკუპირებულ აფხაზეთის გავლით?! ოკუპირებულ გალში ტვირთების გასატარებლად ემზადებიან. სამი წლის განმავლობაში ტერმინალი რუსული დაფინანსებით საიდუმლოდ აშენეს და მისი ფუნქცია მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროვეს, რაც საქმე ბოლომდე მიიყვანეს. ოკუპირებული აფხაზეთიდან ენგურის ხიდზე გადმოსულები “პირველებს” უყვებიან, რომ მშენებლობა უკვე დასრულებულია.

ენგურის ხიდთან ტერმინალი აშენებულია, აქ მიიღებენ და რუსეთისკენ გაატარებენ ტვირთებს, სატვირთოებით ოჩამჩირემდე შემდეგ კი რკინიგზით რუსეთისკენ. პირდაპირ ამბობენ, რომ ამ გზის აღდგენა უკრაინასთან ომის და საქციების შემდეგ დასჭირდა რუსეთს და უარი ვერ უთხრეს.

აფხაზეთის გავლით ტვირთები, რომ რუსეთში მოხვდეს დანარჩენი საქართველო უნდა გაიაროს, ეს სქემა ვერ ამუშავდა ოფიციალური თბილისის თანხმობის გარეშე. ახლა ჩნდება კითხვა, თუ ივანიშვილის თანხმობა არ ჰქონდა ნათქვამი, რისთვის აშენდა ამხელა ტერმინალი ენგურს გადაღმა.

“აფხაზეთის გავლით რუსეთისკენ ტვირთებს არ გავატარებთ”- ეს იყო დღეს კობახიძის პასუხი, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ტერმინალების მმართველი, რომელიც ყვება, რომ აფხაზეთში წინააღმდეგობის მიუხედავად, გზის გახსნას დათანხმდნენ რადგან ეს რუსეთს სჭირდებოდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების ფინალური ეტაპი დაიწყო – საპრიზო ფონდი 500 000 ლარია
შემდეგი სტატიარა აყენებს თავდაყირა სასახლის ღობის საქმეს?!