საქართველოს ხელისუფლება იქცა დაბრკოლებად საქართველოსა და EU-ს დაახლოების პროცესში – EPP-ის ვიცე-პრეზიდენტი

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე-პრეზიდენტი, ზიგფრიდ მურეშანი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება იქცა დაბრკოლებად საქართველოსა და ევროკავშირის ერთმანეთთან დაახლოების პროცესში. ამ თემაზე ის ბრიუსელში დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპული ალიანსი საქართველოსთვის” ესაუბრა.

მურეშანის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის წესები და ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დაიცავენ თუ დაარღვევენ ამ წესებს.

“საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული იქნება პროგრესზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მიაღწევს. თუმცა, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რომ წელს საქართველოს ხელისუფლება იქცა დაბრკოლებად საქართველოსა და ევროკავშირის ერთმანეთთან დაახლოების პროცესში. ისეთი ინიციატივები, როგორიცაა „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის შემოტანა, რომელიც საბედნიეროდ გაწვეულ იქნა, იწვევს ნდობის დაკარგვას ევროპული ინსტიტუტების თვალში და ერთხელ დაკარგული ნდობის აღდგენა საკმაოდ რთულია. ამიტომ, მე არ დავიწყებ სპეკულირებას იმის შესახებ, რამდენად შესაძლებელია წელს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რომლებიც ჯერ კიდევ შესასრულებელია. საქართველოს ხელისუფლების წევრებმა კარგად იციან წესები, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, დაიცავენ ისინი ამ წესებს თუ დაარღვევენ”, – ამბობს მურეშანი.

banner
წინა სტატიაშისამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას მხვდება ერთი რუსი, დღეს გამომეკიდა – დეკანოიძე
შემდეგი სტატიაგარდაბნის რაიონში „ჩირინას“ ხორცპროდუქტების ახალი საწარმო გაიხსნება – პროექტის პარტნიორი საქართველოს ბანკია