“საქართველოს ხელისუფლება და ჯანდაცვის სისტემა მზად არის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად”

მინდა, მივმართო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და კიდევ ერთხელ დავუდასტურო მათ, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ამ რთულ ვითარებაშიც მზად არის გააკეთოს ყველაფერი პანდემიის პერიოდში მათ დასახმარებლად, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “იმედის” ეთერში ჩართვისას განაცხადა.

“პირველ რიგში, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, მე ახლა ვიმყოფები ანაკლიაში, ოკუპირებული ტერიტორიიდან სულ რამდენიმე კილომეტრში და მინდა, მივმართო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და კიდევ ერთხელ დავუდასტურო მათ, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ამ რთულ ვითარებაშიც მზად არის გააკეთოს ყველაფერი პანდემიის პერიოდში მათ დასახმარებლად. არა მარტო ახლა, სამომავლოდაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, როგორც დევნილი მოსახლეობისთვის, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის იმისთვის, რომ შექმნას საუკეთესო პირობები”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ჰყავს ლიდერები, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესების ერთგულები არიან და ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანას ხელი შეუწყონ წარმატების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში
შემდეგი სტატიაჯეიმს რიში: სასამართლო სისტემა, არასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად