“ქართული ოცნება” BBC-ის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს – შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, ივანიშვილის გუნდი საჩივრის მოსამზადებლად, სავარაუდოდ, ბრიტანულ იურიდიულ დახმარებას გამოიყენებს.
პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ 10 მილიარდიანი სარჩელი შეაქვს BBC-ის წინააღმდეგ – ჩვენც ვმუშაობთ ამ სარჩელზე და ჩვენც იგივე გზას მივმართავთ – განაცხადა პაპუაშვილმა.
“იცით, რომ იურისტები მუშაობენ ამ სარჩელთან დაკავშირებით. იცით, რომ არის შესაძლებლობა მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრების. ყველა სამართლებრივ მექანიზმს იმისთვის, რომ ვამხილოთ BBC-ის ფალსიფიკაცია, ჩვენ გამოვიყენებთ.
დასტურდება უკვე, ამ გარემოებით და მათ შორის ტრამპის საქმეც ზუსტად ამის დასტურია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა BBC. იურისტები მუშაობენ, ვამზადებთ ამ სარჩელს. რა თქმა უნდა, მიმართვას სჭირდება მომზადება. მათ შორის, სავარაუდოდ, ადგილობრივ, ბრიტანეთის იურიდიული დახმარების გამოყენებაც იქნება, ვინაიდან წარმომადგენლობაც მნიშვნელოვანია. სამართლებრივად ვმუშაობთ ამ მიმართულებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს წინააღმდეგ საძაგელ დეზინფორმაციას ტრიბუნა არ უნდა მიეცეს“.
მას შემდეგ რაც ჩაიფუშა ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ახლა მცდელობა აქვთ, რომ „ხელოვნურ სუნთქვაზე“ ამყოფონ ეს თემა – ამბობს პაპუაშვილი.
დადასტურდა, რომ ეს იყო საძაგელ დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ და ვხედავთ ჩვენ მცდელობებს, რომ მას შემდეგ რაც ჩაიფუშა ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ახლა მცდელობა აქვთ, რომ „ხელოვნურ სუნთქვაზე“ ამყოფონ ეს თემა. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ამ საძაგელ დეზინფორმაციას საპარლამენტო ტრიბუნა ჰქონდეს.
პრემიერმინისტრმაც გასცა ამაზე პასუხი – ის საშუალებები, რაც ითქვა, მხოლოდ ის საშალებები იქნა გამოყენებული მთლიანად ამ პერიოდის განმავლობაში. პრემიერმინისტრმა ცალსახად განაცხადა, რომ ყველა კითხვას ღაიდ გაეცა პასუხი.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი – ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.
სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება – ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.
















