ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი პასუხობს კითხვას, თუ რატომ არ ეწვია ვენსი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს.
“ქართული ოცნების” მთავრობამ დასავლეთისგან გადახვევა აირჩია. ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, მდივანმა პომპეომ თბილისს მოუწოდა, გაეგრძელებინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დასავლურ კონსორციუმთან პარტნიორობით და აღნიშნა, რომ ჩინეთს “საქართველოს ინტერესები არ ადარდებდა”. რა გააკეთა თბილისმა? გააუქმა დასავლური კონტრაქტი და ის გადასცა კონსორციუმს, რომელშიც ჩინელებიც შედიოდნენ.
გასაკვირი არ არის, რომ ვიცე-პრეზიდენტმა თავი აარიდა თბილისს. აშშ კვლავ მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობისთვის სამხრეთის დერეფანი მნიშვნელოვანია. თუმცა არა თბილისის გავლით. საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონისთვის აღარ არის სანდო პარტნიორი. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი არჩევანი გააკეთა და ახლა ამას უნდა შეეგუოს”,_ წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი.

















