საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა

საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი უკვე მოიხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.

ილია მეორემ ხმა მთაწმინდის მე-4 საარჩევნო ოლქის მე-3 საარჩევნო უბანზე მისცა.

პატრიარქმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გილოცავთ ისტორიულ დღეს. ჩვენ მივეცით ხმა საქართველოს მთლიანობას, საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და ვიქნებით ბედნიერი. ღმერთმა დაგლოცოთ,“ – განაცხადა პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაში„არაფერი ამ სიებში არ არის უკანონო“- მდინარაძე აგიტატორების სიებზე საუბრობს და “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს აკრიტიკებს
შემდეგი სტატია„ხმა მივეცი სინდისის ხმისა და სამშობლოს სიყვარულით ” – მეუფე პეტრე