საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი თურქეთის პრეზიდენტს

patriarqi

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო თურქეთის პრეზიდენტს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს:

“მის აღმატებულებას,

თურქეთის პრეზიდენტს,

ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანს

თქვენო აღმატებულებავ,

მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სხვა მრავალი დააზიანა.

სამწუხაროა, რომ ასეთი საშიშროება ყველას წინაშე დგას და სახელმწიფოებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომ აღიკვეთოს ჩვენი დროის ეს უმძიმესი გამოწვევა.

გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

პატივისცემით,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”,-აღნიშნულია წერილში.

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანი: ერთობლივად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძე ოთარ ბერძენიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობას უარყოფს