საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავს კარგად გრძნობს-შალვა პეტრიაშვილი

საქართველოს პატრიარქი კარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმა მოინახულა.

პეტრიაშვილი საპატრიარქოში გუშინ დღის ბოლოს მივიდა. მედიკოსის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.

შეხვდება თუ არა იგი დეკანოზ გიორგი მამალაძეს, პეტრიაშვილის თქმით, ეს ილია მეორის გადასაწყვეტია.

„ამჟამად მდგომარეობა კარგია, ახალი გაკეთებულია ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი პერიოდი მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას და სიმშვიდეს,“-განაცხადა, კარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიგახარია: საპატრიარქოს დაფინანსების არსებული წესი შესაცვლელი არ არის
შემდეგი სტატიადეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ბრალდებულის დაკითხვის მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავენ