ილია მეორე: ქალბატონ ნანის დრომ თითქოს გვერდი აუარა-პატრიარქი ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს.

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაბადებიდან 82 წლის იუბილეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.“ქართული კულტურის სფეროში მოღვაწეთა შორის ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გამორჩეულია იგი ხმით, მუსიკალურ ჰანგთა სიღრმეების წვდომის ნიჭით, საშემსრულებლო მანერით, გემოვნებით, გულწრფელობით, სიკეთით, ღირსებით…

ქალბატონ ნანის დრომ თითქოს გვერდი აუარა და სცენის უჭკნობ მშვენებად მოგვევლინა ეს დიდებული ქალბატონი.

დაე, მისი კეთილხმოვანება კვლავაც დიდხანს ატკბობდეს მსმენელს. ღმერთმა დალოცოს იგი და სულიერი სიხარულით აღავსოს. ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახი,” – წერია პატრიარქის წერილში.

banner
წინა სტატიაშიცენტრალურ ჩინეთში ძლიერი წვიმების შემდეგ მასშტაბური წყალდიდობები დაიწყო
შემდეგი სტატიასაქართველოში ჯანდაცვის სფეროსთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება კვლავ ძალიან დაბალია