საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დღეს 85 წლის გახდა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დღეს 85 წლის გახდა, თუმცა საპატრიარქოში ოფიციალური მიღება და საზეიმო ვახშამი არ გაიმართება. მიზეზად ილია მეორის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა სახელდება.

ერთადერთი ღონისძიება, რომელიც დღეს საპატრიარქოშია ჩანიშული, დაგეგმილია ბიბლიის ახალი ვერსიის პრეზენტაცია.

შეგახსენებთ, რომ უწმინდესი ილია მეორე, ერისკაცობაში კი ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.

banner
წინა სტატიაშიექიმი – თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა, თუმცა გასული დღე-ღამის განმავლობაში მკვეთრი გაუარესება არ ყოფილა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – გმადლობთ თქვენო უწმინდესობავ ამ საოცარი მაგალითისთვის, რომელიც ჩვენ გვაძლიერებს