საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭომ გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩია

საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებლემა საბჭომ გენერალური მდივნის თანამდებობაზე გაერო-ს გენერალურ ასამბლეას დასამტკიცებლად მეორე ვადით (2022-2025 წწ) წარუდგინა. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესია, სადაც მოხდა საბჭოს მიერ გენერალური მდივნის კანდიდატის არჩევა მ.წ. 19 იანვარს მადრიდში გაიმართა. ახლად შერჩეული გენერალური მდივნის დამტკიცება 2021 წლის მეორე ნახევარში გენერალური ასამბლეის სესიაზე მოხდება.

მადრიდში ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, ასევე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივნობის კანდიდატმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილანა გალდავა-ოკუპანტი შემოგვეჭრა სახლში, ფიზიკური ძალის გამოყენებით მოგვტაცა სამი მოქალაქე და ხელისუფლებამ კვლავ უპასუხა სტანდარტულად
შემდეგი სტატიასააკაშვილი: -19 გრადუსში მაინც ჩამაგდეს წყალში- ნათლისღებას გილოცავთ!