საქართველოს ჯეიმს აპატურაი ეწვია

ჯეიმს აპატურაი - მე ვგრძნობ, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია დასავლური ორიენტაცია ღირებულებების გამო -

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვია. აპატურაი ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ჯეიმს აპატურაის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამასთან, ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრები შესაძლოა, გაიმართოს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენ დღეს გასტანს ჯეიმს აპატურაის ვიზიტი საქართველოში.

banner
წინა სტატიაშილომჯარია – ი​მედი მაქვს, რომ გადაიდგმება პრევენციული ნაბიჯები და 5 ივლისს ყველა მოქალაქე სათქმელს იტყვის ფიზიკური თავდასხმის გარეშე
შემდეგი სტატიააფხაზეთში კოვიდ-19-ის ინდური შტამი გავრცელდა