“საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ი NCDC-ი საჯარო ინფორმაციას არასრულად გასცემს.
2023 წლიდან პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა 26 წლამდე გოგონებისთვის და 12 წლამდე ბიჭებისთვის უფასო გახდა.
2023 წელს, მთავრობამ ₾208,500 ლარი გადაიხადა 15,000 დოზა ვაქცინის შესაძენად.
ორი წერილის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ვადაგასული ვაქცინების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.
ასევე, არასრულად მოგვაწოდეს ინფორმაცია ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების შესახებ – უცნობია, ამაში ბიუჯეტიდან რა თანხა დაიხარჯა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ვაქცინები უფუჭდება – 2022 წლის მარტში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო 400 ათასამდე დოზას გაუვიდა ვადა” – წერს ფლანგვის დეტექტორი.