საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.

აცრა მინისტრმა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.

„გუშინ გაისმა საყვედური საჩხერის კლინიკასა და მედპერსონალთან დაკავშირებით, რომ ისინი უარს აცხადებენ ვაქცინაციის პროცესზე. მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორიც რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი. ვთვლი, რომ ამ კლინიკის სამედიცინო პერსონალს, როგორც თვითონ კლინიკას გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება და ტრადიცია სამედიცინო სფეროში საქმიანობის, ისინი, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, გრძნობენ მაღალსაზოგადოებრივ პასუხისმგელობას. ვთვლი, რომ სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც საქართველოს მოსახლეობის, ასევე ქვეყნის ექიმებისთვის. პირველ რიგში, კლინიკისთვის, სადაც მე მაქვს გატარებული ძალიან ბევრი დადებითი წელი და ემოცია, ჩავთვალე საჭიროდ, ჩემი ვაქცინაცია ჩატარებულიყო აქ. ეს იქნებოდა გარკვეულწილად სიმბოლურიც და ასევე ძალიან დიდი მოტივის მიმცემიც როგორც საჩხერის კლინიკის მედპერსონალისთვის, ასევე რეგიონისთვის, რომელსაც დიდი როლი აქვს საზოგადოებაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის შემდეგ სამედიცინო პერსონალს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიგერმანელი ინჟინერ-გეოლოგი: უნდა განხორციელდეს გამაგრების სამუშაოები, დრენაჟი და მონიტორინგი
შემდეგი სტატიადაკავებულია ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი