საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ აჰმედ ჩატაევის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას “ნაციონალური მოძრაობა” ეხმაურება

ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა მეთოდი - სუს-ი, ადმინისტრაციული რესურსი,”ზონდერები”

ratianiსაქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ აჰმედ ჩატაევის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას “ნაციონალური მოძრაობა” ეხმაურება.

განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა გააკეთა. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ციხიდან არა ერთი ჯაშუში და ტერორისტი გაათავისუფლა, რომლებიც დღეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ მოქმედებენ.

„ისევ შეთქმულების თეორიები და უტიფარი ცილისწამება, რომელიც გრძელდება უკვე მესამე წელიწადია. ფაქტები მეტყველებს ძალიან მარტივ რამეზე, რომ ხელისუფლება მოსვლისთანავე დაკავებული იყო იმით, რომ გაათავისუფლა რუსეთი ჯაშუშები და ტერორისტები, მათ შორის ჩატაევი, ამაში დაკავებული იყო ხელისუფლება და გაათავისუფლა არა როგორც ჰუმანური აქტით, არამედ გამოაცხადა ისინი გმირებად. დღეს ეს გმირები მოქმედებენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი დასავლური, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ“, – განაცხადა რატიანმა.

თურქეთში მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორის ვინაობას თურქეთის ხელისუფლება ამ დრომდე არ ასაჯაროებს, თუმცა მედია ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ მეთაურს აჰმედ ჩატაევს ასახელებს.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: გოჩა ესებუას ლიკვიდაციის ბრძანება ლევან შონიამ გასცა
შემდეგი სტატიალონდონის იურიდიული ფირმა “ბრექსითის” პროცედურებს აპროტესტებს