საქართველოს ისტორიაში პირველად საარჩევნო უბანი სამხრეთ აფრიკაში გაიხსნა

პირველად საქართველოს ისტორიაში, სამხრეთ აფრიკაში სააერჩენო უბანი გაიხსნა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ავრცელებს. დიპლომატიური მისიის ცნობით, ეს საქართველოს პირველი საარჩევნო უბანია არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში, არამედ მთელ სამხრეთ ნახევარსფეროში.

“2016 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, პირველად საქართველოს ისტორიაში,გაიხსნა საარჩევნო უბანი N56 სამხრეთ ნახევარსფეროში – სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორიაში”, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიცესკო-მ საარჩევნო პროცესის დროს მომხდარ დარღვევებზე განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: მხარი დავუჭირე იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა უფრო სწრაფად და სწორი გზით განავითაროს