საქართველოს ინტერესებში ოდნავ მაინც თუ იქნება, ნებისმიერი შეხვედრა უნდა შედგეს

საქართველოს ინტერესებში ოდნავ მაინც თუ იქნება, ნებისმიერი შეხვედრა უნდა შედგეს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამით სუბარი მიხეილ ჯანელიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ”შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში” სერგეი ლავროვს შეხვდეს.

როგორც სუბარმა აღნიშნა, ასეთი შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამდა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც და ამისთვის მზადყოფნა არაერთხელ გამოთქმულა ამ ხელისუფლების მხრიდანაც. თუმცა, ჯერჯერობით ეს არ არის ის მომენტი, როდესაც ამისგან რაიმე დადებით შედეგს უნდა ველოდეთ. როგორც კი კონკრეტული შედეგი იქნება მოსალოდნელი, ამისთვის ყველა გზა უნდა გამოინახოს”, – განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიგლდანში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატია“ნატოში შესვლას ამ მოცემულობით მე მხარს არ ვუჭერ,”- თამაზ მეჭიაური