საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც უნდა ეკონომიკა კლანისთვის, თავის თავისთვის და არა ხალხისთვის – ნიკა ობოლაძე

„საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც უნდა ეკონომიკა კლანისთვის, თავის თავისთვის და არა ხალხისთვის. ამის შედეგია ის, რომ ბოლო ათ წელიწადში, ერთი გამონაკლისი წელიც არ არსებობს, საქართველოში შობადობა მუდმივად იკლებს.“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ნიკა ობოლაძემ

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის შტაბის ოფისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილი და ენმ-ის ეკონომიკურ საკითხთა მდივანმა, ნიკა ობოლაძემ რუსული კანონის მიღების შემდეგ გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ბრიფინგს გამართეს;

ნიკა ობოლაძის განცხადებით – „საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც უნდა ეკონომიკა კლანისთვის, თავის თავისთვის და არა ხალხისთვის. ამის შედეგია ის, რომ ბოლო ათ წელიწადში ერთი გამონაკლისი წელი არ არსებობს საქართველოში შობადობა მუდმივად იკლებს. თუ 2014 წელს 61 ათასამდე ბავშვი დაიბადა საქართველოში, ამის შემდეგ ათი წლის მანძილზე შობადობა არის მუდმივად კლებადი და 2023 წელს დაიბადა 40 ათასი ბავშვი, ანუ შემცირდა 20 ათასით. ასევე, ჩვენ გვაქვს ბავშვთა ემიგრაცია და წელიწადში დაახლოებით 5 ათასი ბავშვი ტოვებს ქვეყანას. ეს არის ის შედეგი, რაც მოაქვს პოლიტიკას, რომ ეკონომიკა ეკუთვნოდეს კლანს და არ ეკუთვნოდეს ხალხს. ამის გარდა, ჩვენ ვხედავთ, რომ მხოლოდ ბოლო სამ წელიწადში 344 ათასმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა საქართველო და წავიდა ემიგრაციაში.“- განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ სამეზობლოში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა გახდება
შემდეგი სტატიაივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის და რუსული კანონის შედეგად, ქვეყანაში აღარ შემოდის ინვესტიციები, შემცირდა პირდაპირი ექსპორტი, გვაქვს 48 პროცენტიანი ინფლაცია – ცისკარიშვილი