საქართველოს ჰყავს ლიდერები, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესების ერთგულები არიან და ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანას ხელი შეუწყონ წარმატების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში

საქართველოს ჰყავს ლიდერები, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესების ერთგულები არიან და ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანას ხელი შეუწყონ წარმატების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვას უპასუხა. დეგნანს კონგრესმენების წერილზე ჰკითხეს.

როგორც ელჩმა აღნიშნა, „მნიშვნელოვანია, რომ კონგრესიდან წამოსულ წერილებს მოვუსმინოთ“.

„ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში მკაფიო დაყოფა არის შტოებს შორის. ეს წერილი გახლავთ საკანონმდებლო ორგანოს, კონგრესის შტოს წერილი და ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული, რომ განცხადება გავაკეთო. მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ და სერიოზულად მივუდგეთ კონგრესიდან წამოსულ წერილებს, რადგან ეს ის ხალხია, ვინც წლებია, აკვირდება საქართველოს განვითარებას და ზრუნავენ მის წარმატებაზე.

რაც შეეხება ჩემ პირად გამოცდილებას, მქონდა ურთიერთობა მმართველო პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ჰყავს ლიდერები, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესების ერთგულები არიან და ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანას ხელი შეუწყონ წარმატების, კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში“,- განაცხადა ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი – იმედი მაქვს, მოსამართლემ, რომელმაც გიორგი რურუასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, ეს დამოუკიდებლად გააკეთა
შემდეგი სტატია“საქართველოს ხელისუფლება და ჯანდაცვის სისტემა მზად არის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად”