საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარე, ფადი ასლი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს საქართველოს 2 პრეზიდენტი ჰყავს: ლეგიტიმურად არჩეული სალომე ზურაბიშვილი და არალეგიტიმურად დანიშნული, რუსეთში დამზადებული კლონი მიხეილ ყაველაშვილი მედუზის IQ-ით.
ფადი ასლი უდიპლომო ფეხბურთელს ივანიშვილის ზებრას უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ ყაველაშვილის საქართველოს დე ფაქტო პრეზიდენტად დანიშვნა ისტორიას აუცილებლად დაწერს.
დღეს საქართველოს ჰყავს ორი პრეზიდენტი: ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არალეგიტიმურად დანიშნული, რუსეთში დამზადებული კლონი მიხეილ ყაველაშვილი მედუზის IQ-ით.
თუ კალიგულას მიერ მისი ცხენის ინციტატუსის დანიშვნა რომის სენატორად ლეგენდად დარჩება, ივანიშვილის მიერ მისი ერთ-ერთი ზებრის, ყაველაშვილის საქართველოს დე ფაქტო პრეზიდენტად დანიშვნა ისტორიას აუცილებლად დაწერს,” – წერს ფადი ასლი.